Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თეთნულდზე, საპარტნიორო ფონდის მიერ სხვადასხვა ობიექტები აშენდება
GBC news
24 August 2016, 12:18

თბილისი (GBC) - კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა იწყება, რაც აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა და ჯვარი-თეთნულდის გზის რეაბილიტაცია.

"სახელმწიფო აპირებს, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბულატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც აუცილებელია, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან იყოს ასევე ადვილი კურორტზე ასვლა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი